გლოვის დღესთან დაკავშირებით დაბა გომისმთაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მერაბ სანიკიძე ავრცელებს.
„25 აგვისტო გლოვის დღეა.
დაბა გომისმთაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა,_ წერს სანიკიძე და გომისმთაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. მომხდარს 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმები იმედოვნებენ, რომ მათ გადარჩენას შეძლებენ.