დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში დაჭრის ფაქტი მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზეცეცხლსასროლი იარაღით 70 წლის მამაკაცი დაჭრეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ცხელ კვალზე დაკავებულია ერთი პირი და მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით.
დაჭრილი მამაკაცი მედალფას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.