საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში ეპიდვითარების მხრივ საყურადღებო წერტილების შესახებ ისაუბრა.
„მესტიის მუნიციპალიტეტში გვაქვს 72 დადასტურებული შემთხვევა, აქედან 36 მესტიის მუნიციპალიტეტში და დანარჩენი მესტიის გარეთ, რომლებიც უკავშირდებიან და არიან მეორეული და მესამეული კონტაქტები.
აქედან განსაკუთრებით გამოკვეთილია ლენჯერის თემი, მესტიის მუნიციპალიტეტში უკვე საკარანტინო ვადა დაუმთავრდა 85%-ს, დაახლოებით 600-მდე ადამიანმა დატოვა საკარანტინო სივრცე, 2 სექტემბერს მთავრდება მთლიანად საკარანტინო ვადა და დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გადაწყდა, რომ დაბა მესტია და ლენჯერის თემი გაიხსნება, ოღონდ ლენჯერის თემში ინტენსიური ტესტირება გრძელდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, მესტია და ლენჯერი 2 სექტემბრიდან გაიხსნება.