შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განმარტებით, თეატრში მომხმარებლის ყოფნის მაქსიმალური დრო 3 საათი იქნება, დარბაზში მაყურებელი კი ერთი სკამის გამოტოვებით განთავსდება, პირბადის გამოყენება კი სავალდებულო იქნება.
„ზოგადი მოთხოვნები, რაც შეეხება სკრინინგის და სადეზინფექციო სამუშაოების გახორციელებას, რჩება უცვლელი. 5 კვ.მ-ზე იქნება ერთი ადამიანის დაშვება, ასევე, თეატრში, ზედა ზღვარი, თუ რა ოდენობით უნდა განისაზღვროს, ეს არის 3 საათი. ეს მოიცავს, როგორც მომხმარებლის შესვლის, ასევე შენობის დატოვების პროცესს და ღონისძიებები უნდა გაიმართოს უწყვეტად, ანტრაქტის გარეშე. შესაბამისი პროცედურებია ასევე განსაზღვრული სადეზინფექციო სამუშაოების მიმართ. დაშვება მოხდება პირბადით და თითო სკამის გამოტოვებით მოხდება ადამიანების განთავსება“,- განაცხადა ფერაძემ.
ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილებით, თეატრები ფუნქციონირებას 1-ელი ოქტომბრიდან განაახლებს.