სამეგრელოში, ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 6 წლის ბავში დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, უბუდური შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც დედას ავტომობილი ეზოში შეჰყავდა _ შვილი ვერ შენიშნა და დაეჯახა. ბავშვი ჯერ ზუგდიდის საავადმყოფოში, შემდეგ კი ქუთაისში გადაიყავანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო.