Microsoft Word-ს აუდიოჩანაწერის ტექსტად ქცევის ფუნქცია დაემატა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ფუნქცია მხოლოდ Word-ის ონლაინვერსიაში, ინგლისურ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი. პროგრამას 200 მეგაბაიტამდე მოცულობის აუდიოფაილის დამუშავება შეუძლია. აუდიოჩანაწერი .mp3, .wav, .m4a ან .mp4 ფორმატში უნდა იყოს შენახული. ფაილის ატვირთვისა და დამუშავების შემდეგ ეკრანზე ჩნდება პანელი, ტაიმკოდითა და გაშიფრული ტექსტით. მომხმარებელს შეუძლია, დაარედაქტიროს გაშიფრული ტექსტი. გარდა ამისა, პირველ ეტაპზე ერთი მომხმარებლისთვის თვეში 5-საათიანი ლიმიტი მოქმედებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, რომ 2020 წლის ბოლომდე ფუნქცია Office-ის მობილურ ვერსიაშიც გამოჩნდება, შემდეგში კი ის სხვადასხვა ენაზე გახდება ხელმისაწვდომი.