ბათუმში დამთავრდა საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი “ბათუმი 2020”, რომელშიც გურიის რეგიონის წარმომადგენლებიც ასპარეზობდნენ.
გურიის ჭადრაკის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუკეთესო შედეგი აჩვენა ოზურგეთელმა თეკლა ასათიანმა, რომელმაც 12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ვიცე ჩემპიონობა მოიპოვა.
მწვრთნელ ნინო წიტაიშვილის თქმით, თეკლას ბოლო ტურში ყაიმის ნაცვლად შეეძლო მოეგო და ჩემპიონიც გამხდარიყო, მაგრამ მან რთულ პარტიაში არ გარისკა და შეიძლება სავსებით სწორადაც, რადგან წაგების შემთხვევაში ხუთეულს მიღმა აღმოჩნდებოდა.