პოლიტიკოსი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, სადაც შვილის წარმატების შესახებ საუბრობს.
„29 000 სტუდენტის მშობელი იყო გუშინ განსაკუთრებით გახარებული.
ჩემი სიხარული შიშნარევი იყო. პარიზის ორმა უნივერსტეტმა Diderot და ESSEC-მა სრული დაფინანსებით ჩარიცხეს ჩემი უფროსი შვილი.
17 წლისას ვუშვებ მარტოს კონკურენციის და გლობალიზაციის მორევში და გაცურავს თუ არა მარტო, ამის გამო იყო ჩემი სიხარული შიშნარევი. გაცურავს, ეჭვი არ მეპარება.
ყველა სტუდენტს წარმატებები მინდა ვუსურვო. განათლებაა ის ერთადერთი, რაც ჩვენს ქვეყანას ჭაობიდან ამოიყვანს“,_ წერს ოქრუაშვილი.