მედიით გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ვალერიან გირკელიძე და მისი მეუღლე ნანა ცხვედიანი.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და სუსი-ს პრესსამსახურებს. ორივე სამსახური უარყოფს მათ დაკავებას.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით ვალერიან გირკელიძეს, რომლის ტელეფონზეც მისმა მეუღლემ გვიპასუხა:
„არ ვართ დაკავებულები, ვართ სასამართლო პროცესზე გამოძახებულები მოწმის სტატუსით. ჩვენთვის გაუგებარია აქ რა გვინდა, რადგან დაკავებულ ლ.მჟავიას საქმესთან არაფერი გვაკავშირებს. ეს ადამიანი, სავარაუდოდ, დაკავებულია ნარკოტიკების საქმეზე და ახლა მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. აშკარაა, რომ ვიღაცა მე და ჩემს მეუღლეს გვებრძვის. არასოდეს მქონია პრობლემები და არც ახლა მაქვს_ექიმი ვარ და ვაკეთებ ჩემს საქმეს. სამსახურშიც იციან, რომ თბილისში ვარ სასამართლო პროცესზე და ამის საბუთიც არსებობს, “ – გვითხრა ნანა ცხვედიანმა.