საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, ბიძგები თბილისის დროით 07:44 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ონის მუნიციპალიტეტში სოფელი ბაჯიხევი იყო. მიწისძვრის სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.