უხვი ნალექის გამო ცაგერში, სოფელ ლაშიჭალაში მეწყერი ჩამოწვა და ორი ავტომობილი მოიყოლა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა მეხანძრე-მაშველების 3 ეკიპაჟი. მათ ავტომობილი მეწყრული მასისგან გაათავისუფლეს და დეტალურად დაათვალიერეს. ავტომობილში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. სოფელ ლაშიჭალაში იმყოფება ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.