აფეთქებას ავღანეთში, რომლის სამიზნეც ვიცე-პრეზიდენტი იყო, 10 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც ვიცე-პრეზიდენტის სპიკერმა განაცხადა, ქაბულში გზაზე მომხდარ აფეთქებას ამრულა სალეჰი უვნებლად გადაურჩა.
როგორც მოგვიანებით სალეჰმა განაცხადა, ინციდენტის შედეგად სახის მსუბუქი დამწვრობა და ხელის დაზინება მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით,დაშავებულებს შორის არის ვიცე-პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელიც.
აფეთქებაში მონაწილეობას თალიბანი უარყოფს.