ეპიდკვლევა ლანჩხუთშიც მიმდინარეობს. აღებულია 10-მდე ტესტი, რომლის პასუხებსაც დღეს ელოდებიან.
არსებული ინფორმაციით, ლანჩხუთში დაწყებული ეპიდკვლევა ოზურგეთში დადასტურებულ ინფიცირების შემთხვევას უკავშირდება.
„დაიწყო კვლევა. ავიღეთ ნიმუშები, გადავიყვანეთ ყველა თვითიზოლაციაში. ვითარება ამ დროისთვის კონტროლირებადია, რადგან ინფიცირების ყველა წყარო ცნობილია“,_ განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.
ამ დროისთვის ოზურგეთში 8 შემთხვევა, ჩოხატაურში კი 3-ია დადასტურებული.