ტყუპები
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალი იშვიათად ხმარობს კოსმეტიკას და უპირატესობას თავისუფალ სტილს ანიჭებს.
მისთვის უცხოა ზედმეტად გადატვირთული ტანსაცმელი. მასში ქალურობა და შარმი იმდენად დიდი დოზით არის, რომ უბრალო სამოსშიც ძალიან მიმზიდველი და სექსუალურია.
ტყუპ ქალს უყვარს კომფორტი. ამიტომ მის გარდერობში უხვად მოიძებნება მაისურები, მოკლე ქვედაბოლოები, კედები და ა.შ.