ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 90 აჭარაში დაფიქსირდა, 15 – ქუთაისში, 15 – ენგურჰესის შემთხვევაა, 17 – დაავადებულთან კონტაქტით გამოვლენილი. 4 არის შემოტანილი, 11-ზე ეპიდკვლევა გრძელდება.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის საქართველოში სულ კორონავირუსის 2227 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან განკურნებულთა რაოდენობა 1 369-ს შეადგენს, ხოლო 19 პაციენტი გარდაიცვლილია.