ამ წუთებში “გურია ნიუსს” შეატყობინეს, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში, სავარაუდოდ, რამდენიმე მასწავლებელს “კოვიდ 19” დაუდასტურდება.
როგორც გვატყობინებენ, საეჭვო სიმპტომების მქონე პედაგოგებს, კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ ჩაუტარდათ, რაც ისინი ბათუმში იმყოფებოდნენ.
“გურია ნიუსი” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში მერის წარმომადგენელს რაულ კონცელიძეს დაუკავშირდა. კონცელიძის თქმით, ჯერჯერობით, ცნობილი არაფერია და ტესტის პასუხებს ელოდებიან.
“ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი, ველოდებით ტესტის პასუხებს. პედაგოგებს, რომლებიც ბათუმში იმყოფებოდნენ, ჩაუტარდათ ტესტი. ეს მთელი საქართველოს მასშტაბით კეთდება. ჩატარებულ ტესტებზე პასუხები რამდენიმე საათში გახდება ცნობილი”, _ გვითხრა კონცელიძემ.