თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შაბათს გააფრთხილა მისი ფრანგი კოლეგა ემანუელ მაკრონი არ ჩაერიოს თურქეთის საქმეებში, რადგან დაძაბულობა ნატოს მოკავშირეებს შორის იზრდება.
„თქვენ ვერ წაგვიკითხავთ ლექციას ჰუმანურობის შესახებ”, – დასძინა მან და გაიხსენა მასობრივი ხოცვა ალჟირში, სადაც მოკლეს 1 მილიონი ადამიანი და რუანდაში, სადაც 800 000 ადამიანი მოკლეს.
„ნუ ერევი თურქეთსა და თურქ ხალხში ”, – დასძინა ერდოღანმა.
ცნობისთვის, ხუთშაბათს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამიტის წინ, მაკრონმა თქვა:
„ჩვენ უნდა ვიყოთ მკაცრი თურქეთის მთავრობასთან და არა თურქ ხალხთან, რომლებიც ერდოღანის მთავრობაზე მეტს იმსახურებენ.
თურქეთი აღარ არის პარტნიორი ხმელთაშუაზღვის რეგიონში ”, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირე თურქეთს ლიბიის სანაპიროებთან მიუღებელი შეტაკებები ჰქონდა ფრანგულ გემთან.
თურქეთმა ხუთშაბათს დაგმო მაკრონი მისი “ქედმაღლური” გამონათქვამების გამო “კოლონიური რეფლექსებით”.
განცხადებაში, რომელიც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, ნათქვამია რომ მაკრონი საფრთხეს უქმნის ევროკავშირის ინტერესებს თავისი „ინდივიდუალური და ნაციონალისტური პოზიციით.“