“5 საათის მონაცემებით, გურიაში მხოლოდ ერთი შემთხვევა დაგვემატა”, _ ამის შესახებ “გურია ნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ განუცხადა. მჟავიას თქმით, 5 საათის მონაცემებით, მხოლოდ ერთი კოვიდინფიცირებული დაემატა გურიას.
“5 საათის მონაცემებით, მხოლოდ ერთი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. ეს არის დაბა ლაითურში ციხის მშენებლობაზე დასაქმებული ბათუმელი პირი. დანარჩენი შემთხვევების პასუხს ველოდებით 20 საათისთვის. ლაბორატორიები ძალიან გადატვირთულია, ვეღარ აუდის ამდენ მიმართვას და პასუხები იგვიანებს, _ გვითხრა მჟავიამ.