გურიაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები გაიზარდა.
ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვში.
ინფიცირებულები პედაგოგები არიან.
დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის არჩილ მჟავიას თქმით, ინფიცირებულები იმ ქორწილის კლასტერს მიეკუთვნებიან, რამდენიმე დღის წინ ბათუმში რომ გაიმართა.