ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლა სასწავლო წელს 1 ოქტომბერს დაიწყებს.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის ლელა იმედაშვილის თქმით, ეს შეთანხმება მოხდა განათლების სამინისტროში.
“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი ხვალ, 15 სექტემბერს დაიწყება”, – გვითხრა ლელა იმედაშვილმა.
ცნობისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვში კორონავირუსით ინფიცირება 2 პედაგოგს დაუდასტურდა, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საბაბი გახდა.