საზარელი მკვლელობა მოხდა თურქეთში.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ქართველმა მამაკაცმა საკუთარი ცოლი, 33 წლის, სენაკის მკვიდრი მოკლა.
ინფორმაცია „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ალექსანდრე ჯანჯღავამ დაუდასტურა.
მკვლელობა, სავარაუდოდ, ურთიერტშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. გარდაცვლილს ორი შვილი დარჩა.