ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევიდან 7 გურიაში დაფიქსირდა, რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს,92 აჭარაში, 53 იმერეთში, 31 თბილისში, 8 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 1 რაჭა-ლეჩხუმში, 1 კი მცხეთა-მთიანეთში.
დღე ღამეში საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.