სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულებს შორის სამი ზუგდიდის მერიის თანამშრომელია.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლმა, მალხაზ თორიამ განაცხადა, კოვიდინფიცირებულებიდან 14 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებია, ხოლო 2 – ხაიშის თემის.
ინფიცირებულთა ნაწილი ამ დროისთვის, რუხის კლინიკაშია გადაყვანილი და მიმდინარეობს მათი კონტაქტების მოძიება.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 4140 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 1643 ადამიანი, გარდაცვლილი-25.