ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითური ჩაიკეტა _ ამის შესახებ ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
„კორონავისუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების გამო, დაბა ლაითური ჩაიკეტა. სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა „ცხელი ხაზი _ 595366476“, _ წერია განცხადებაში.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, დღეს, დაბა ლაითურში კორონავირუსით დაინფიცირების 11 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამ დროისთვის გურიაში კორონავირუსის 84 შემთხვევაა: 61 ოზურგეთში, 11 _ ჩოხატაურში და 12 _ ლანჩხუთში.