ოზურგეთში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურა. სკოლის დირექტორის თქმით, ოზურგეთელმა ეპიდემიოლოგებმა ყველა კონტაქტი მოიძიეს.
“პარასკევის შემდეგ, როგორც იცით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა სკოლა. ეს ბავშვი დადიოდა სკოლაში. მინდა გითხრათ, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობს.“ – გვითხრა სკოლის დირექტორმა.