სამტრედიაში კოვიდ-19-ის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებული ქუთაისის კლინიკა ,,ბომონდის” თანამშრომლები არიან. მათ კორონავირუსი გუშინ გვიან ღამით დაუდასტურდათ. ერთი ქალბატონი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი, ხოლო მეორე ,,ბომონდის” ბაზაზე არსებულ ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს.
,,ვინაიდან ერთი მათგანი ორი თვეა, სამტრედიაში არ ყოფილა, ხოლო მეორე ბოლო ორი კვირაა ოჯახის წევრებთან სამტრედიაში არ ჩამოსულა, ამდენად არ გვაქვს ინფიცირებულებთან კონტაქტები“, – განაცხადა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა მარინა თევზაძემ.