მეცნიერებს, რომლებიც დაეხმარნენ C ჰეპატიტის ვირუსის იდენტიფიცირებას, ნობელის პრემიით აჯილდოებენ მედიცინის დარგში.
მეცნიერების, ჰარვი ალტერის, ჩარლზ რაისისა და ბრიტანელი მაიკლ ჰოტონის აღმოჩენები ნიშნავს, რომ ახლა არსებობს C ჰეპატიტის ვირუსის სრულად აღმოფხვრის შანსი, თქვა ჯილდოს გამცემმა ორგანიზაციამ.
ცნობისთვის, ნობელის ფონდმა გააუქმა ტრადიციული დაჯილდოების ცერემონიალი და მედლებსა და დიპლომებს გადასცემს სატელევიზიო ღონისძიებით.