გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გარდაიცვალა 3 პაციენტი.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ერთი გარდაცვლილი 68 წლის კაცია.
„დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 05.10.2020“,_ამბობენ სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, კიდევ ერთი გარდაცვლილი 64 წლის ქალია.
„დიაგნოზი: COVID -19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. თანმხლები დაავადება ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი. ჭარბწონიანი. გარდაიცვალა 05:10:2020“.
კიდევ ერთი გარდაცვლილი 84 წლის კაცია.
84 წლის კაცი, დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გადატანილი ჰქონდა ინსულტი. პაციენტი გარდაიცვალა 06.09.2020“.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 245 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 887-ს შეადგენს,გარდაცვლილია 58 ადამიანი.