„მთელი ბავშვობა წაიღე ჩემო შაკო, მთელი გული და სული, მომენატრები ჩემო კეთილო ძმაო!
სიკეთით სავსე ბიჭო, როგორ მენანები…..გული ჩაგვწყვიტე ყველას, ვინც გიცნობდა…. ვაი,რომ კეთილი სიტყვების წერის მეტი არაფერი შეგვიძლია,“ – წერენ სოციალურ ქსელში ის ადამიანები, ვინც ლანჩხუთელ ახალგაზრდას შაკო კვერენჩხილაძეს იცნობდნენ.
შაკოს სიცოცხლე წუხელ თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხევას ემსხვერპლა.
როგორც გარდაცვლილის ოჯახის ნაცნობები ყვებიან, ავტომანქანა, რომელშიც შაკო იმყოფებოდა მოცურდა და განათების ბოძს დაეჯახა, რასაც საბოლოოდ ტრაგიკული შედეგი მოჰყვა.