ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ინფიცირებულ პაციენტთა რაოდენობის მატებასთან ერთად, იზრდება კრიტიკულ პაციენტთა რიცხვიც.
„დღეს 53 კრიტიკული პაციენტი გვყავს. ისინი განთავსებულნი არიან სხვადასხვა რეგიონებში, თუმცა, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ისიც, რომ რეანიმატოლოგების მხრიდან, ხორციელდება ცენტრალიზებული მონიტორინგი. თქვენ იცით, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რეანიმატოლოგების კლინიკური ჯგუფი, რომლებიც ცენტრალიზებულად მართავენ ამ პაციენტებს. მათი მხრიდან ხდება ყველა საჭირო ღონისძიებისა და მკურნალობის შეთანხმება. ისინი ჩართულნი არიან ამ პროცესში“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.