წუხელ გვიან ღამით სამტრედიაში კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დაინფიცირებული 2 ახალგაზრდა ქალბატონია. ერთ-ერთი მათგანი ,,ჯეო ჰოსპიტალსის” ექთანია, ხოლო მეორე- ფოთის სამკერვალო ფაბრიკა ,,ტექსტილის” თანამშრომელი.
ორივეს მსუბუქი სიმპტომები დაუფიქსირდა. დაინფიცირებულები ქუთაისის კლინიკებში გადაიყვანეს სამკურნალოდ. კონტაქტები მოკვლეულია, მიმდინარეობს მათზე მონიტორინგი.