ქალაქ ოზურგეთში სერის #8 საარჩევნო უბანზე, რომელიც #1 საჯარო სკოლის შენობაში არის განთასებული, კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა.
#60 საარჩევნო ოლქის კომისიის თავმჯდომარის ბერდია ლომიძის თქმით, უბნის თავმჯდომარეს დაუდასტურდა კორონავირუსი.
“ეპიდემიოლოგეები მუშაობენ კონტაქტების დადგენაზე. უბანი ამ წუთას დახურულია და ველოდებით ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს”, _ გვითხრა ბერდია ლომიძემ.