აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელს ენტონი ფაუჩის „კატასტროფა“ უწოდა.
„ენტონი ფაუჩი კატასტროფაა, მისთვის რომ მომესმინა, 500 000 გარდაცვლილი გვეყოლებოდა“, _ განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ამერიკელებს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები მობეზრდათ:
”ხალხი ამბობს: უბრალოდ თავი დაგვანებეთ. ისინი დაიღალნენ ამით. ხალხი დაიღალა ფაუჩის და ყველა ამ იდიოტის მოსმენით ”, _ აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ენტონი ფაუჩიმ CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კოვიდ 19-ით დაინფიცირება სრულებით არ გაკვირვებია: „შევწუხდი, რომ ის ავად გახდებოდა, როდესაც დავინახე, რომ ხალხში აბსოლუტურად სარისკო სიტუაციაში იყო _ ხალხისგან მოშორებით არ იდგა და პირბადე თითქმის არავის ეკეთა. როდესაც ეს ტელევიზიით ვნახე, ვთქვი, ღმერთო ჩემო, ამას კარგი არაფერი მოჰყვება, ეს პრობლემა გახდება“, _ განაცხადა ფაუჩიმ.