Reuters-ის ინფორმაციით, რომის პაპი ფრენსისი ამბობს, რომ ერთსქესის მქონე წყვილებს კანონი უნდა იცავდეს.
„ჰომოსექსუალ ადამიანებს აქვთ უფლება იყვნენ ოჯახში. ისინი ღვთის შვილები არიან და აქვთ ოჯახის უფლება. არავინ არ უნდა გააგდონ და არ გაუბედურონ ამის გამო.
ის, რაც ჩვენ უნდა შევქმნათ არის სამოქალაქო კავშირის კანონი. ამ გზით ისინი იურიდიულად დაცულები იქნებიან. მე ვიბრძოდი ამისთვის ”, – თქვა პაპმა.
ცნობისთვის, მან კომენტარი გააკეთა ოსკარზე ნომინირებული რეჟისორის ევგენი აფინევსკის ახალ დოკუმენტურ ფილმში “ფრანჩესკო”, რომელიც ოთხშაბათს გამოვიდა.
როგორც ჩანს, პაპი გულისხმობდა, პერიოდს, როდესაც ბუენოს აირესის მთავარეპისკოპოსი იყო და ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობას, რომელიც ამტკიცებს ერთსქესიანთა ქორწინებებს, მაგრამ მხარს უჭერს გეი წყვილების უფლებების გარკვეულ სამართლებრივ დაცვას.
Reuters-ის ინფორმაციით, კათოლიკური ეკლესია გვასწავლის, რომ ჰომოსექსუალური ტენდენციები ცოდვა არ არის, მაგრამ ჰომოსექსუალური ქმედებები არის ცოდვა. ის გვასწავლის, რომ ჰომოსექსუალებს ღირსეულად უნდა მოეპყრონ, მაგრამ ეწინააღმდეგებიან გეიების ქორწინებას.