ასტროლოგების მტკიცებით, ადამიანს ცხოვრების განმავლობაში შეიძლება სამჯერ შეუყვარდეს და სამივე შემთხვევაში ეს აბსოლუტურად განსხვავებული განცდაა.
1. პირველი სიყვარული – პირველი სიყვარული ზღაპარს, რომანტიკულ და ამაღელვებელ ფილმს ჰგავს. როგორც წესი, პირველ სიყვარულს ადამიანები ახალგაზრდულ ასაკში გამოცდიან ხოლმე და ამ პერიოდში სიყვარული, ურთიერთობის იდეა მათ აღაფრთოვანებთ.
როცა ადამიანს პირველად უყვარდება, მას როგორც წესი, არარეალისტური მოლოდინები აქვს და ნაბიჯებს დაუფიქრებლად დგამს. ამ დროს ჩვენ უბრალოდ მივყვებით დინებას, გულის კარნახს, ყოველგვარი რაციონალური აზროვნების გარეშე. ვფიქრობთ, რომ ურთიერთობა იდეალურია და მართლაც ვიპოვეთ ნამდვილი სიყვარული. სწორედ ამიტომაა, რომ წარუმატებლობა პირველ სიყვარულში ყველაზე მეტად გვტკენს გულს და ემოციურად გვანადგურებს.
2. მეორე სიყვარული – როცა მეორედ გვიყვარდება, უფრო მეტად მზრუნველები ვართ. პირველ სიყვარულში წარუმატებლობის შემდეგ უკვე გარკვეული გამოცდილება გვაქვს. ვცდილობთ საყვარელი ადამიანი მივიღოთ თავისი უარყოფითი თვისებებით. ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ პარტნიორისთვის, ვიზრუნოთ მასზე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ზოგჯერ არის მიზეზები, რომელთა გამოც განშორება გარდაუვალია.
ემოციურად კიდევ უფრო მძიმეა მეორედაც იმედგაცრუება. ამის შემდეგ ვკარგავთ ადამიანებისადმი ნდობას, საკუთარი თავის ნდობას, მაგრამ ასტროლოგები გირჩევენ, რომ მიენდოთ ინტუიციას და იმოქმედოთ ისე, როგორც გული გიკარნახებთ. არ მიეცეთ დეპრესიას.
3. მესამე სიყვარული – ასტროლოგების თქმით, მესამე უკანასკნელი სიყვარულია და ეს სიყვარული ცხოვრების ბოლომდე მიგყვებათ. უკანასკნელი სიყვარული ყველაზე ტკბილი და ბედნიერია. ამ დროს ადამიანებს უკვე დიდი გამოცდილება აქვთ და ეს გამოცდილება მყარი ურთიერთობის აგებაში ეხმარებათ. აღარ უშვებენ შეცდომებს.
შენ უბრალოდ გიყვარს და მისგან სიყვარულის გარდა არაფერი გინდა, არ გაქვს დიდი მოლოდინები. მესამე სიყვარული ადამიანს აბედნიერებს და ცხოვრებას სრულყოფილს ხდის. პარტნიორი არც ცდილობს შენ შეცვლას, გიღებს ისეთს, როგორიც ხარ და სწორედ იმიტომ უყვარხარ, რომ ხარ ასეთი, უნიკალური. უკანასკნელი სიყვარული გაფიქრებინებთ, რომ აქამდე არასოდეს ყოფილხართ შეყვარებული.