ქობულეთში მომხდარ ძარცვასთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ საქართველოს ბანკს დაუკავშირდა.
ბანკის განცხადებით, ინკასაციის მანქანა, რომელზეც თავდასხმა მოხდა საქართველოს ბანკის კუთვნილი არ არის.
„ეს არ არის საქართველოს ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია მანქანა ეკუთვნის კომპანია DDG-ს. დამატებითი დეტალებისთვის მიმართეთ შსს-ს“,_ გვითხრეს ბანკში.