გურიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღე იზრდება.
გასული 24 საათის განმავლობაში 53 შემთხვევა დადასტურდა.
„გურია ნიუსი“ რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გარკვევას ცდილობს.
ჩოხატაურში არსებული მდგომარეობის გასარკვევად დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ნატო ჯიბუტს დავუკავშირდით, თუმცა მან ეპიდვითარების შესახებ ინფორმაციის მიღება გურიის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისგან, არჩილ მჟავიასთან გადაგვამისამართა.
ცნობისთვის, მჟავია თვითიზოლაციაში იმყოფება და სწორედ მისი თხოვნით ვცადეთ ტელეფონით ინფორმაციის მიღება ნატო ჯიბუტისგან.
მას შემდეგ კი რაც აღმოჩნდა რომ კომენტარს ვერცერთი მათგანი არსებულ ეპიდვითარების შესახებ არ აკეთებს, გამოსავლად ეპიდემიოლოგ ნონა კვაჭანტირაძესთან დაკავშირება გვრჩება.
ჯიბუტის თქმით, რეგიონში შემავალ სამივე მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე საუბარი ქალბატონ ნონასაც შეუძლია მაგრამ ჯერჯერობით მასთან ტელეფონზე დაკავშირება ვერ ხერხდება.