დღეს, კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა სამტრედიის მუნიციპალიტეტში. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ ,,გურია ნიუსთან” საუბრისას განაცხადა, სტატისტიკა კლებისკენ მიდის:
,,გუშინ კოვიდ 19-ის 29 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა. დღეს ამ დროისთვის 13 ინფიცირებული დაგვემატა. საბედნიეროდ, სტატისტიკა კლებისკენ მიდის. თუ ადრე გარედან შემოტანილი შემთხვევები გვიფიქსირდებოდა, ამჯერად ოჯახურ კონტაქტებთან გვაქვს საქმე. სამტრედიაში, ამ დროისთვის დაახლოებით, 150-მდე კოვიდინფიცირებული გვყავს.”