ლანჩხუთის ცენტრალური პარკი ის ადგილია, სადაც საარჩევნო პერიოდში ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის პლაკატების გამოფენა და შემდეგ მათი განადგურება მიმდინარეობს. მოკლედ, ყოველ წინასაარჩევნო პერიოდში, პარკი პლაკატების ტყეს ემსგავსება, სადაც ერთ ხესაც ვერ მოიძევთ, რომელიმე პარტიის ლიდერისა თუ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გამოსახულებიანი პლაკატი რომ არ ამშვენებდეს. უნდა ითქვას, რომ ყოველ დილით, ფაქტობრივად, პლაკატების განახლებული გამოფენაა წარმოდგენილი, რადგან პლაკატებთან ბრძოლის ტრადიცია კვლავაც მძლავრობს და სხვადსხვა მეთოდით მიმდინარეობს ბრძოლა სარეკლამო ქაღალდის ნაგლეჯთან. არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ ამა თუ იმ პარტიის დავალებას ასრულებენ და პლაკატებს ხევენ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved