საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ “ Post-ალიონი“, 24 ოქტომბერს – ჩოხატაურსა და ოზურგეთში, ხოლო 25 ოქტომბერს – ლანჩხუთში ახალგაზრდების მონაწილეობით, აქცია გამართა. ახალგაზრდებმა პლაკატები გამოაკრეს, რომლითაც მოუწოდეს საზოგადოებას, განსაკუთრებით თანატოლებს, იაქტიურონ, მივიდნენ არჩევნებზე და სასურველ კანდიდატს და პარტიას დაუჭირონ მხარი. პლაკატებზე გამოსახული მესიჯებით: “ვირჩევ დემოკრატიას!“ “#მიეხმარასაქართველოს!“ გურიაში მცხოვრებიახალგაზრდები ნების, გამოხატვის თავისუფლებას, არაძალადობრივ და დემოკრატიულ არჩევნებს უჭერენ მხარს.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ამ აქციებიდან.
აქცია გაიმართა პროექტის “ვირჩევ დომოკრატიას!“ ფარგლებში, რომელსაც ააიპ “Post-ალიონი“ ახორციელებს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით.