“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, “ღამის კურიერში“ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტში ყველა შევა.
„პირადად მე არავისთან მქონია კომუნიკაცია, თუმცა მაქვს საფუძველი იმის სათქმელად, რომ საქართველოს პარლამენტში სურათი იქნება სათანადო და პარტიები იქნებიან პარლამენტში, – განაცხადა კობახიძემ.
შეკითხვაზე, აქვთ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია, კობახიძემ უპასუხა, რომ: “ყველა ოპოზიციის წარმომადგენელთან -არა”.
“ეს ასე მოხდება, როგორც ეს მოხდა 2016 წელს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამის სათქმელად მაქვს კონკრეტული საფუძველი. დიდი შანსია, რომ ყველა პარტია შემოვიდეს პარლამენტში. აბსოლუტურად ყველა”, – თქვა კობახიძემ.
მისი თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ოპოზიცია ფარულად მუშაობს, აგიტატორებს ამატებენ, რომ მეორე ტურში მიიღონ მონაწილეობა.
“ეს ოლქებია, ისანი, სამგორი დ გლდანი”, – თქვა კობახიძემ და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტში ყველა შევა, ზუსტად ისე, როგორც 2016 წელს.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაერთიანებული ოპოზიცია არ ცნობს და რამდენიმე პარტიამ მანდატებზეც უარი თქვა. ისინი არც მეორე ტურში აპირებენ მონაწილეობას.