გადაადგილების შეზღუდვის შესახებ რეგულაციის დამრღვევი ფიზიკური პირები 2000 ლარით, იურიდიული პირები კი 10 000 ლარით დაჯარიმდებიან, _ ამის შესახებ შსს-ში განაცხადეს.
„საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 ნოემბრის N670 დადგენილებით ქ. თბილისში, ქ. ბათუმში, ქ. ქუთაისში, ქ. რუსთავში, ქ. გორში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში აიკრძალა 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე, საჯარო სივრცეში ყოფნა.
მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ დადგენილ რეგულაციებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აკრძალულ ქმედებას და იწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ფიზიკური პირებისათვის, ხოლო 10 000 ლარით იურიდიული პირებისათვის.
შესაბამისად, ვინც არღვევს დადგენილ რეგულაციებს, ხდება მისი იდენტიფიცირება და დაეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 2000 ლარიანი ჯარიმის სახით“, – განაცხადეს შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ შეზღუდვა დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ფოთსა და გორში 9 ნოემბრიდან ამოქმედდა.