ოპოზიციის აქცია ამ წუთებში დასრულდა. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერებით რუსთაველზე შეიკრიბნენ, რის შემდეგაც პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა გამართეს.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა, „დღევანდელი ამოცანა შესრულებულია“.
“ეს იყო აქცია, რომლითაც ჩვენს მეგობრებს, მთავარ პარტნიორებს გავაგონეთ ჩვენი ხმა, ხანდახან დუმილი უკეთ ლაპარაკობს, ვიდრე პოლიტიკოსები და დღეს თქვენი დუმილით თქვენ აჩვენეთ, რომ ხმაწართმეული ადამიანები არ შეეგუებით ხმის ჩამორთმევას და არჩევნების გაყალბებას”, – თქვა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტის პარალელურად ოპოზიციამ მდუმარე აქცია გამართა, მათ სპეციალური ბანერებითა და სტიკერებით გაყალბებული არჩევნები გააპროტესტეს.