„ხალხი იმ დონემდე მიიყვანეს, რომ სულ აღარ დაჭირდება პოლიტიკური ძალები, ქვეყანა მშიერი ბუნტისთვისაა განწირული!”, _ ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას ლიდერი დავით ჭიჭინაძე.
ჭიჭინძის თქმით, “ისეთი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია ქვეყანაში, რომ იმას კი არ აქვს მნიშვნელობა, ჭიჭინაძე აღიარებს თუ არა არჩევნების შედეგებს, ელისაშვილი, ბოკერია, ან ბურჯანაძე… ხალხი არ აღიარებს იმ მოცემულობას რასაც „ოცნების“ ხელისუფლება სთავაზობს”.
“ხალხი ვეღარ ხედავს „ ოცნებასთან“ ერთად კრიზისიდან გამოსვლის გზას და აღარ ენდობა მათ.
ხალხშია ცვლილებების მოთხოვნა, ქვეყანას სჭირდება ცვლილება და ამიტომ, სწორედაც რომ, ხალხს ვეღარ გააჩერებენ!
თუ არა და, დასრულდება ეს საარჩევნო ბატალიები და რას შესთავაზებს „ოცნება“ მოსახლეობას?!
რეალობა კი ის არის, რომ ქვეყანას ეკონომიკური რესურსი არ გააჩნია;
ლარი უფასურდება, ფასები კატასტროფულად იზრდება, „ოცნების“ ეკონომიკის მინისტრს კი, ეს ზრდა გონია როგორც ჩანს ეკონომიკის ზრდა;
ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, ეკონომიკისთვის ყველაზე აქტიური ოქროს თვეები უკვე მკვდარია, ამას ემატება ისედაც მკვდარი იანვარი და თებერვალი, რის შედეგადაც, გაზაფხულზე მივიღებთ აბსოლუტურად უპერსპექტივო ქვეყანას და არაფრისმთქმელ მთავრობას;
გაზრდილ მილიარდობით ვალს, რომელიც ისევ ჩვენი, ხალხის გადასახდელია;
უამრავ განადრურებულ სამუშაო ადგილს, რომელიც წლობით იქმნებოდა და ერთ დღეში, ვერც თვეში ვერ აღგება;
ბოლომდე განადგურებულ იმ მცირე ბიზნესს, რომელიც დღეს ასე თუ ისე გადარჩენილია და სულს ღაფავს….
მოკლედ, ჯერ კიდე მაისში ვამბობდი, რომ „ოცნება“ შეეცდება არჩევნების შემდეგ 100% დაიწეროს. დაიწერა კიდეც, მარტოც დარჩა პარლამენტში.
მაშინვე ვამბობდი იმას, რომ არჩევნების შემდეგ, ეკონომიკური სიდუხჭირის, შიმშილის უმძიმეს პროცესებში შევდივართ, მთავრობას კი, ქვეყნის გამოყვანის ეკონომიკური პროგრამაც კი არ გააჩნია.
და რომ ქვეყნის ბიუჯეტი არჩევნებზე იყო ორიენტირებული და არა კრიზისის დაძლევაზე…
აი ამიტომ არის ეს ბოიკოტი ის გარდაუვალი რეალობა, რომელმაც ახალი არჩევნები უნდა მოიტანოს! _ აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას ლიდერი დავით ჭიჭინაძე.