სომხეთის თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი თანამდებობას ტოვებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მრჩევლის ვაგარშაკ არუთუნიანის წარდგენა იგეგმება.
დავით ტონოიანი თავდაცვის მინისტრად 2018 წლის 11 მაისიდან მსახურობდა.