ლანჩხუთის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ეთიკისა და იურიდიულ საკითხთა კომისიის ხელმძღვანელმა ვერიკო კვირკველიამ დეპუტატებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის დაშლის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
მეტი დეტალის გასარკვევად, თუ რა გახდა ფრაქციის დაშლის მიზეზი, “გურია ნიუსი” ლელა ჩახვაძეს დაუკავშირდა, რომელიც ზემონახსენებ ფრაქციას ედგა სათავეში.
ჩახვაძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა და ახლა მეტზე საუბარი არ შეუძლია.