ლევან ვოლფი, დედით ქართველი და მამით გერმანელი მეხუთეკლასელი ბიჭუნაა, რომელიც ახლა მშობლებთან ერთად, გერმანიაში, ქალაქ კიოლნში ცხოვრობს.
ეს ფოტო მან და დედამ, მაია ნაკვეთაურმა საგანგებოდ შეგვირჩიეს და მოგვაწოდეს.
_ საყვარელ ოთხფეხა მეგობარს ქართული სახელი შეურჩია. უერთმანეთოდ ვერ ძლებენ ლევანი და ლომა. ეს ფოტო სკოლაში წასვლამდეა გადაღებული. ასეთი მოფერებით ემშვიდობება მეგობარი მეგობარს. ერთმანეთი ძალიან უყვართ. მათ მეგობრობის იდუმალი ენა აქვთ, ხშირად _ ორიგინალური ჟესტებით, _ ამბობს ქალბატონი მაია.
მისივე თქმით, ლევანი ლომას ხშირად ქართულადაც უხმობს და დედულეთშიც ჩამოჰყავს, როცა საქართველოში მოდიან, სოფელ ქვემო ქედში.