დიდ ბრიტანეთში საშაობაოდ შეზღუდვები გამკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც დიდ ბრიტანეთში იყო დაგეგმილი, უკვე გაუქმდა.
აღნიშნული მკაცრი ზომები, ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთის უდიდეს ნაწილს, შოტლანდიასა და უელსს შეეხება. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, მას შემდეგ განაცხადა, რაც მეცნიერებმა თქვეს, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა უფრო სწრაფად ვრცელდება.
ინგლისში მეოთხე დონის შეზღუდვების ფარგლებში, მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. შეღავათები ვრცელდება მათთვის, ვისაც სამუშაოდ ან განათლების მიზნით უწევს მოგზაურობა.
BBC-ის ინფორმაციით, ქვეყანაში დაიხურა სალონები, ბარები და სპორტდარბაზები.
შეზღუდვები ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და პირველად 30 დეკემბერს გადაიხედება.
ცნობისთვის, 14 დეკემბერს, ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა, მეთ ჰენკოკმა განაცხადა, რომ ინგლისის რამდენიმე ნაწილში კორონავირუსის ახალი და სწრაფი გავრცელების შტამბის აღმოჩენის შესახებ.
მისივე თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია შემთხვევების შესახებ უკვე ინფორმირებულია და ბრიტანელი მეცნიერები აღნიშნულ შტამბს დეტალურად შეისწავლიან.
ასევე ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის ახალი სახეობით დაინფიცირების 1000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.