ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გუშინ ჩატარებული 33 პსრ ტესტიდან ინფიცირების არცერთი შემთხვევა დადასტურებულა,_ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
რაც შეეხება გუშინ ჩატარებულ სწრაფ ტესტებს, 18 ტესტიდან ინფიცირების 4 შემთხვევა დადასტურდა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ჩოხატაურში ინფიცირების შემთხვევები კლებულობს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველი არ არის.