ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის საბიუჯეტო განყოფილების უფროსმა პავლე ჭყონიამ სხდომაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2020 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.
მისი თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი 525 205 ათასი ლარით გაიზარდა, რომელიც, უმეტესად, მოხმარდება სხვადასხვა პროექტის გახორციელებას.
პავლე გობრონიძის ინფორმაციით, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის პირველი ნაწილისთვის 100 000 ლარი გადმოირიცხა.
“ეს არის გრანტის სახით. გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის პირველი ნაწილისთვის ჩაირიცხა 100 000 ლარი, რომელიც დაბა გომისმთის ურბანული განვითარების გეგმისა და შესაბამისი დოკუმენტების შემუშავებას უნდა მოხმარდეს“, _ თქვა პავლე ჭყონიამ.